HTTPTunnel Genius



Proxy Sites

Online Tools / Other


Review httptunnel.ge on alexa.com


httptunnelgenius@gmail.com




WP7 Georgian Language Support


1. გადმოწერეთ და დააყენეთ: Windows Phone Developer Tools.
2. ტელეფონი უნდა იყოს "Unlocked", არის თუ არა და როგორ გაიგოთ მოიძიეთ XDA-ს ფორუმზე.
3. გადმოიწერეთ არქივი: WP7ByLOTI.rar და გახსენით თქვენს კომპიუტერში.
4. Windows Phone Developer Tools-ის პაკეტში არის პროგრამა XapDeploy.exe, გაუშვით და ამ პროგრამით დააყენეთ არქივში შემავალი XBMODDeployer - Fonts.xap ფაილი ტელეფონში.



5. იგივე მეთოდით დააყენეთ არქივში შემავალი LP7_Fonts_Pivot.xap და TouchXplorer.xap პროგრამები.
6. ტელეფონზე გაუშვით WP7 Localization პროგრამა, ამ ეტაპზე Device Fonts:-ის ქვემოთ ქართულის ნაცვლად შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ ქართული ტექსტის ნაცვლად:), ხოლო Localized Fonts:-ის ქვემოთ შესაბამისი ფონტით აკრეფილი ქართული ტექსტი.



7. ტელეფონზე გაუშვით XBMOD.Files.Deployer პროგრამა და დაელოდეთ ვიდრე იგი დაასრულებს ფაილების კოპირებას My Documents/My Ringtones/ დირექტორიაში.



8. ტელეფონზე გაუშვით TouchXplorer პროგრამა და შედით My Documents/My Ringtones/ დირექტორიაში. მონიშნეთ ყველა ფონტი და მენიუდან აირჩიეთ Copy ბრძანება.



9. გადადით Windows დირექტორიაში და მენიუდან აირჩიეთ Paste ბრძანება. თითოეული ფონტის კოპირებისას დაადასტურეთ უკვე არსებული ფაილის შეცვლა.



10. გადატვირთეთ ტელეფონი და ტელეფონზე გაუშვით WP7 Localization პროგრამა, ყველა ის ფონტი რომელიც ამ პროგრამაშია ჩამოთვლილი უკვე სრულად უნდა იყოს გაქართულებული (Device Fonts). ასევე გაქართულებული უნდა იყოს ექსპლორერი, ფოსტა (ნაწილობრივ), ფეისბუკი, ოფისის პროგრამები...



შეკითხვები და კომენტარები ამ ბმულზე: Windows Phone 7 Club

Host Your Website
With FastCloud.GE



USA2Georgia.com